აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში არაერთი საინტერესო გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი.
საზეიმო გახსნა დღის 12 საათზე ზღვის სანაპიროზე, კოლონადებთან ფრანების შოუთი დაიწყება.
12-დან 19:00 საათამდე საზაფხულო თეატრთან პუბლიკის გართობაზე ბენდი, DJ, საბალეტო დასი და პანტომიმის თეატრი იზრუნებენ.
ოფიციალური გახსნის ცერემონია ანბანის კოშკთან 19:00 საათზე დაიწყება. ღამის ათ საათზე კი მთელი დღის გასართობ შოუებს ბულვარში, კოლონადებთან გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.