როვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება:
2020 წელს, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი ზენიტშია, მაშინ როდესაც ციფრული მხარდაჭერა უამრავ ახალ შესაძლებლობას ხსნის, მაშინ როდესაც ტელეფონით შეგვიძლია საბანკო საქმიანობის უსაფრთხოდ წარმართვა, მაშინ როდესაც ლამის მთელს მსოფლიოში სწავლა თუ შემოქმედება ონლაინ რეჟიმს ირგებს, ნუთუ არ შეიძლებოდა დანერგილიყო არჩევნების ისეთი პროცედურა, რომელიც ისევ ამ ფურცლებით, ხაზვებით, ხატვებით, მერე ტელეფონით ფოტოსურათების გადაღებებით არ მიცემდა საშუალებას შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნიშ ქვეშ დადგომას? ან ე.წ. საარჩევნო კარუსელების არსებობას…
ნუთუ 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს ისეთი დახვეწილი ხერხი, რომელიც მინიმუმზე დაიყვანს იმას, რაც ახლა თუნდაც საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესებში ხდება? შესაძლოა მე დილეტანტი ვარ და ამიტომ მებადება ეს კითხვა, მაგრამ რა ვქნა, მგონია რომ ბევრს ეს არ აწყობს, არამარტო აქ საქართველოში, არამედ მსოფლიოში…
აბა რა უბედურებაა ეს ტერმინი “გაყალბება” ისეთ დროში, როდესაც ნასა და ილონ მასკი ერთმანეთს ინოვაციურ შედეგებში ექიშპებიან…
ჩემი აზრით ეს იგივეა ფაქსით, საბეჭდი მანქანებით და საანგარიშო “ჩოთქებით” რომ ვაგრძელებდეთ ცხოვრებას და ოპერირებას…”