დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.
„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა”(ინდური შტამი) შტამის ფუნქციონირება. სამწუხაროდ, წამყვანი ხდება „დელტა” შტამი ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს გავრცელებას”,-აღნიშნავს იმნაძე.