არ გამოუვათ ბიძინა ივანიშვილის გათეთრება – ხატია დეკანოიძე

ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებებს ექსპრემიერის მიმართ თავის გადარჩენის მცდელობად აფასებს. ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ივანიშვილის გათეთრება არ გამოუვა. “20 ივნისს ბრძანების გაცემის ჯაჭვი, რომელიც დღემდე გამოძიებელი არ არის, მე დარწმუნებული ვარ იყო ივანიშვილი, ჩუბინიძე, გახარია და შემდეგ უკვე ქვევით ყველა ის ადამიანი, ვინც ასრულებდა ამ ძალადობრივ ბრძანებას. ამიტომ, არ გამოუვათ ბიძინა ივანიშვილის გათეთრება. ინტერვიუ ხელისუფლების წარმომადგენლის გუშინდელი ეს იყო მთლიანად სახეჩამოშლილი  პოლიტიკური ძალის, რომელსაც არავითარი მორალური საყრდენი არ აქვს”, – ამბობს დეკანოიძე.

20 ივნისის საქმეში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა მხოლოდ გუშინ დაინახა. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ გააკეთა, როდესაც თქვა, რომ აქციის დაშლის სპეცოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share