ნიკა მელიამ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ატლანტიკურ საბჭოში გამართა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე და რუსეთის გაზრდილ გავლენებზე რეგიონში. ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ხაზი გაესვა ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობას მომავალი არჩევნებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share