მიუთითეთ საძიებო სიტყვა ძებნა ინდოეთში ორთავიანი ხბო დაიბადა

ორი თავი, ორი პირი, 2 ყური და 4 თვალი – ინდოეთის შტატ უტარ პრადეშის სოფელ ჩანდაუალის ფერმაში მუტანტი ხბო დაიბადა, რომელიც თავს ჯანმრთლად გრძნობს. ამის შესახებ სააგენტო India იუწყება.

სოფლის მცხოვრებლები თვლიან, რომ ხბო საოცრება მათ ღმერთმა მოუვლინა. მუტანტი საქონლის დაბადების ამბავი ინდოეთს მალე მოედო და ორთავიანი ხბოს სანახავად ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან უამრავი ხალხი მოაწყდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი გადაცდომა ემბრიონის განვითარების დროს უჯრედების ფორმირების ანომალიამ გამოიწვია. სოფელ ჩანდაულის უფროსი ვეტერინარი, სატია პრანკაში, აცხადებს, რომ მუტანტი ხბო არ არის ღვთისგან მოვლენილი საჩუქარი.

ნაყოფის განვითარების დროს ქსოვილი რამდენიმე ნაწილად იყოფა და ხანდახან ამ პროცესის დროს ხდება ანომალია. ამიტომაც მოხდა ორი თავის ფორმირება – განაცხადა ვეტერინარმა.

ადრე სააგენტო India იუწყებოდა, რომ ინდურ სოფელ კატიხარში ასევე ორთავიანი ხბო დაიბადა და მას ადგილობრივები თაყვანს სცემდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ხბო კორონავირუსისგან დაიცავდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share