გაიცანით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრები 15 წლის ლაშა-გიორგი კუჭაშვილი, რომელსაც მარწყვის გაშენების იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა. ოჯახის დახმარებით მან მოაწყო მცირე სათბური, სადაც მარწყვის ჯიში „მონტერეი“და „ალბიონი“გააშენა. გასულ წელს 200კგ. მარწყვის მოსავლის რეალიზება მოახდინა. ამჟამად მარწყვი 1 200 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული.
ის არის „მომავლის ფერმერის” გამარჯვებული. დაჯილდოვებულია მედლებითა და დიპლომებით. აქტიურად მონაწილეობს სასკოლო და რაიონულ ღონისძიებებში.
დაინტერესებულია აგრარული სფეროთი. ამჟამად მონაწილეობას იღებს საქართველოში პირველ ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში, რომელიც მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას.
პატარა ფერმერი წელს საუკეთესო მოსავალს ელოდება. აქვს სურვილი უფრო დიდ სათბურსაც გაუმკლავდეს.
ოფიციალური ინფორმაცია