ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ „პალიტრანისუის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „საქართველოს გადარჩენის გზა არის არც „ქოცი“, არც „ნაცი, არამედ ახალი ძალა, რომელიც უნდა აღმოცენდეს იმ პოლიტიკურ ბაზაზე, რომლებმაც თავის თავზე იტვირთეს შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნის და ხელმოწერის პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე“. „ჩვენი კვლევებით ყველა პარტიის რეიტინგი დაცემულია. კატასტროფულად არის „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დაცემული. არავისი არ არის გაზრდილი, არც ჩვენი. ხალხი ახლა არის დაკვირვების რეჟიმში და ამ დაკვირვების რეჟიმიდან ახალ პოლიტიკურ არჩევანზე უნდა გადავიყვანოთ. ისეთი ვითარებაა დღეს საზოგადოებაში, მესამე პოლიტიკური ცენტრი მყისიერად გადადის პირველ ადგილზე. მოხდება მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება თვითმმართველობს არჩევნებამდე? – ხომ კარგი! არ მოხდება? – ხელისუფლების ცვლილების სხვა გზა, გარდა ამ გზისა, არ არსებობს, მოხდება მაშინ თვითმმართველობის არჩევნების გზით. გასული ყველა არჩევნები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ჩატარებული და წაგებული. 2018 წელს როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ თანაბარი ხმები აიღეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილკი იყო პასიური ამ არჩევნებში. მეორე ტურში გაყალბებას, დაშინებას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დაემატა მიხეილ სააკაშვილი და ფაქტობრივად, თავზე გადაგვახია კამპანია, რამაც ელექტტორალური ბაზისი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ და მოიგო არჩევნები კამპანიურად. მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევანშისტული განცხადებებით გააღვიძა დრაკონი ამ ხალხში. ამ არჩევნებშიც არჩევანი იყო რევანშსა და შიმშილს შორის. „ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა ვაშაძემ. როგორც ვაშაძე აცხადებს, „თუ „ნაცმოძრაობაში“ არის მიზანი ოპოზიციაში ლიდერობა, მაშინ სწორ სტრატეგიაზე დგანან, მაგრამ ჩემი მიზანი არის „ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში ახალი დემოკრატიული ძალების, აღმშენებლობის იდეით მოსვლა“. „მელიას არაფერს ვერჩი. ნიკა მელია ახლა რთულ პროცესს გადის და „ნაცმოძრაობის“ შიგნით მას ვგულშემატკივრობ. მაგრამ ვინ არის პარტიის ლიდერი? ეს კითხვა დღემდე არის საზოგადოებაში. მიშა სააკაშვილია ჯერჯერობით ხალხის თვალში პარტიის ლიდერი. არაფორმალურად, მაგრამ ეს კიდევ უფრო ცუდია. მიხეილ სააკაშვილს შემიძლია ადამიანურად გავუგო, რომ 9 წლის მანძილზე მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა, ამას თვითონაც ამბობს. სააკაშვილი წინაღობა გახდა სიაxლის, ახალი თაობის განვითარების და თქვა რომ არა, მე უნდა ვიყო. არადა, ძალიან ძლიერი ფიგურა იყო. ეს წინაღობა იქნება „ნაცმოძრაობაში“ ყველა ახალი ლიდერისთვის. თუ „ნაცმოძრაობაში“ არის მიზანი ოპოზიციაში ლიდერობა, მაშინ სწორ სტრატეგიაზე დგანან, მაგრამ ჩემი მიზანი არის „ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში ახალი დემოკრატიული ძალების, აღმშენებლობის იდეით მოსვლა“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა „ჩემი ამოცანაა არც „ქოცი“ არც „ნაცი“ არ იყოს ხელისუფლებაში, იდოს მესამე ძალა“. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება „მესამე ძალა“ და ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ. „თუ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ქვეშ გაერთიანდებიან პარტიები, მაშინ დავივიწყოთ რიგგარეშე არჩევნები. მე ჩემ ამბიციებს გვერდზე გადავდებ, ოღონდ გავარღვით ეს მოჯადოებული წრე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას საერთოდ არ აპირებს. „არანაირ კოალიციას არ ვაპირებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი აზრით, არანაირი თანამშრომლობა ჩვენ არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკაში არის სამი რამისთვის ადგილი – სამშობლო, ხალხი და სიმართლე. ხალხს ვეუბნები, სანამ 5-ს ან 41-ს ხაზავთ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, აწმყო უნდა შევცვალოთ მომავლით და არა წარსულით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო:ინტერპრესნიუსი