მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.
”ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის, ღაზას სექტორიდან განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე”,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.
პალესტინელების გაღიზიანება მემარჯვენე რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მოწყობილმა აღლუმმა და ათასობით დროშის ფრიალმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ აღლუმი თავდაპირველად 10 მაისს, იერუსალიმის დღის აღსანიშნავად, უნდა გამართულიყო.