ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის, თქმით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.
“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, მათ შორის 10-ს ახალი დაწყებული აქვს მკურნალობა. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო სიმძიმის,”– ამბობს მაღლაფერიძე.
ამასთან, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კოვიდინფიცირებული 1 და 2 თვის ჩვილებიც მკურნალობენ.