სოპრანო თამარ ივერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება და ეპიდემიოლოგს მიმართავს.
“სჯობს თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ ბატონო ამირან! ულტიმატუმების ენით საუბარს პოლიტიკოსებს არ პატიობს ხალხი…არამცთუ “დოხტურებს!!!”, – წერს თამარ ივერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის შემდეგ ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი.