აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის ჯო ბაიდენი იგებს

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი იგებს.

“დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, განახლებადი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის 223 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს კი 212. გამარჯვებისათვის კანდიდატს 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა სჭირდება. კოლეგიის წევრებს შტატებში სათითაოდ ირჩევენ, შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი მაინც ვარაუდობს, რომ არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს. მოლოდინებზე მან  Fox & Friends -ის ეთერში ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აშშ-ის დროით კი, დილის 6 საათზე დაიწყო.

განახლებადი მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ აქაც:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share