ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი, ირაკლი კუჭავა, საკრებულოში მიდის.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” კუჭავას გარემოცვაში დაუდასტურეს.
ჯერჯერობით გადაწყვეტილი ამის გარდა მხოლოდ ის არის რომ, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის თუ რა პოზიციას დაიკავებს ის მომავალ საკრებულოში.
შესაძლოა ერთ ერთ კომისიას უხელმძღვანელოს, შესაძლოა საკრებულოს უფრო მაღალ იერარქიაში მოხდეს, ანაც რიგითი წევრი იყოს.
ცნობისათვის ირაკლი კუჭავა გურიის მხარეში ერთადერთ მერია, ვინაც მუნიციპალიტეტს უკვე მეორე ვადით ხელმძღვანელობს და მიუხედავად ორთავე (2014;2017) არჩევნებში მაღალი კონკურენციისა, ის მუნიციპალიტეტის მერი ორთავე ცდაზე პირველივე ტურში გახდა.
რაც შეეხება მის შემცვლელს, მმართველი პარტია მას ამ წუთებშიც ეძებს.