მსოფლიოში ყოველდღე ადამიანები 7 მილიარდი პირბადეს იყენებენ

https://ptn.ge მსოფლიოში ყოველდღე ადამიანები 7 მილიარდი პირბადეს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ავრცელებს.

მხოლოდ ევროკავშირი დღეში დაახლოებით 900 მილიონ პირბადეს მოიხმარენ. დაახლოებით 2700 ტონა პირბადე ნარჩენებში ხვდება.

სპეციალისტების თქმით, პირბადეები კომპოზიტური პლასტიკისგან მზადდება და პოტენციურად დაბინძურებულია.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში აცხადებენ, რომ არსებობენ თევზები, კუები, ზღვის ძუძუმწოვრები და ფრინველები, რომლებიც პირბადეს მთლიანად ყლაპავენ ან რეზინის ლენტების მსხვერპლნი ხდებიან.

Ambiente, la lotta al Covid frena quella alla plastica

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share