მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალი და მისი 22 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

გარდაცვლილები ექსპერტიზაზე პროზექტურაში არიან გადასვენებული. ამ წუთებში გარდაცვლილთა სახლთან ნათესავები იკრიბებიან. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share