საქართველოს რკინგიზა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა და სადაც არაერთი ფინანსური დარღვევა ფიქსირდება, აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე არ უშვებს და დოკუმენტებს უმალავს.
ირკვევა რომ აუდიტის სამსახური უკვე 6 წელია სასამართლოში დაობს და სახელმწიფო კომპანიის ფინანსების შესწავლის უფლებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. საქალაქო სასამართლომ და სააპელაციომ სახელმწიფო აუდიტი რკინიგზასთან მიმართებაში გაამართლა. ამ თემაზე დღეს საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში იყო.
“რკინიგზასთან მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რკინიგზა თვლიდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება შეამოწმოს ეს ორგანიზაცია”, – თქვა აუდიტის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.
ოპოზიციას ეჭვი უჩნდება, რომ საქმე კორუფციულ რისკებთან და მიზანმიმართულ გაკოტრების სქემასთან გვაქვს.