ჰოდა , აბა, ჰე…. აქეთ ვასაძე , იქით ბურჯანაძე, ჭაჭია, გახარია, კობახიძე, და ასე მწკრივად “ქეთოს მზითვივით” ქართულ-რუსული მარშით წინ “საქართველოვ” “წინ”! ანუ ლენინის გზით- ” ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან”!!!!!!!!წინ დიდი გზაა მუმიებად მავზოლეუმისკენ,“- აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
„საქართველო დღის წესრიგში შეტანილი არ არის (მთელი მსოფლიო ბაიდენის შეხვედრაზე საუბრობს), ჩვენი ქვეყანა არსად არ არის, ეს არის შედეგი ივანიშვილის “რუსული ოცნებისა”, ეს იდიოტური კითხვა მახსენდება, ზოგიერთი კოლაბორაციონალ რომ მეკითხება ხოლმე: „ქ.ნო თაკო, რუსეთს არ უნდა ვესაუბროთ?” დიახ, ყველას უნდა ესაუბროს დასავლეთზე ორიენტირებული და ხალხის მიერ ნდობის მანდატმინიჭებული, ლეგიტიმაციამიცემული ხელისუფლება და არა 0-პროცენტიანი, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანები. მარტივი ჭეშმარიტებაა და უნდა ესაუბროს ლეგიტიმური დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლება გამჭვირვალე ფორმატით და არა – ლავროვთან და კარასინთან ჩუმად ყურში „პუტუნით“. შედეგი აი, ეს არის პუტინთან „პუტუნის“ (როგორხ მამაჩემი ჯანსუღი იტყდა). მსოფლიო ვითარდება და ჩვენ კვლავ კობახიძე-გახარიას ტენისის მაგიდას ვუმზერთ ოლიგარქ-ივანიშვილის “მსაჯობით”!
“ოცნება საქართველოსთვის“
გაკოტრებული სახელმწიფო!
გაუმაძღარი ხელისუფლება!
გაძარცვული ბიუჯეტი !
მშიერი აუცრელი ხალხი!
მშიერი ბავშვები და მოხუცები!
გაძარცვული ჯარი!
განადგურებული ლარი!
მოთამაშე ოპოზიცია! (ყველა არა, მცირე გამონაკლისიც არის საბედნიეროდ)
ჰოდა , აბა, ჰე…. აქეთ ვასაძე , იქით ბურჯანაძე, ჭაჭია, გახარია, კობახიძე, და ასე მწკრივად “ქეთოს მზითვივით” ქართულ-რუსული მარშით წინ “საქართველოვ” “წინ”! ანუ ლენინის გზით- ” ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან”!!!!!!!!
წინ დიდი გზაა მუმიებად მავზოლეუმისკენ,“ – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.