ქალაქ ოზურგეთის იაკობ შემოქმედელის მესამე ჩიხის მაცხოვრებლები, მათივე განცხადებით, გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას მერამდენე წელია ამაოდ ითხოვენ.
როგორც ამ ჩიხის ერთ ერთმა მაცხოვრებელმა, ჟუჟუნა ქარცივაძემ “გურიის მოამბეს” უთხრა, ამ თხოვნით იქ მაცხოვრებელი 13-ვე ოჯახის წარმომადგენლები უკვე წლებია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კაბინეტების დერეფნეფში უშედეგოდ დადიან.
საუბარია იაკობ შემოქმედელისა და ე.წ. “რუდოს” შემაერთებელ გზაზე.
ქალბატონი ჟუჟუნა დღეს რედაქციასაც ეწვია და გვთხოვა ამ ოჯახების წუხილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობამდე მიგვეტანა:
“რამდენჯერმე დაგვპირდნენ წყლისა და გზის პრობლემის მოგვარება – თუმცა სულ გვატყუებენ, რა გახდა ამ ერთი “ნაწეკვი” ჩიხის მოწესრიგება ვერაფრით ვერ ვიგებთ” – გვიყვება ქალბატონი ჟუჟუნა.