რომელ ქალაქში ჩადიოდა ყველაზე ხშირად და რა თანხა დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა მივლინებებში

პრაიმტაიმმა“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2019-2020 წლებში ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია.

 

მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ 2019 წელს ქვეყნის საზღვრებს გარეთ 21 მივლინებაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს პრეზიდენტი ყველაზე ხშირად საფრანგეთს, პარიზს სტუმრობდა. ხოლო 2020 წელს, პრეზიდენტი მივლინებით მხოლოდ სტრასბურგსა და იერუსალიმში იმყოფებოდა.

 

რაც შეეხება სამივლინებო თანხებს, რომელიც მოიცავს მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებს, ორი წლის განმვლობაში საქართველოს პრეზიდენტის მივლინებაში 169 606 ₾ დაიხარჯა. 

 

მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული მივლინება ნიუ-იორკში აღმოჩნდა, სადაც პრეზიდენტმა 9 დღეში 48 628 ₾ დახარჯა.

 

სამივლინებო პერიდს და ქვეყნების სიას, რომელსაც პრეზიდენტი სტუმრობდა, ვრცლად გაეცანით დოკუმენტაციაში.

 

No description available.

No description available.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share