მისი გასწორება არ იქნება, გავაცდინე დრო, როცა მეგონა, შევცვლიდი – ვაშაძე სააკაშვილზე

“მიხეილ სააკაშვილმა არც აქამდე მისცა და არც არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს ნაცმოძრაობაში. ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ უნდა, რომ დაინახოს ლიდერობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც.

ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს.”

აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე TV პირველის ეთერში.

News

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: