გამოცდებზე პირბადის გამოყენების წესი შეიცვალა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე გამომცდელებს აფრთხილებს, რომ წელს საგამოცდო ცენტრებში აპლიკანეტები მხოლოდ სამედიცინო პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

„წელსაც კვლავ მოგვიწევს ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელსაც გასულ წელს ვიცავდით. იქნება ეს დისტანციის დაცვა, დეზინფექციას თუ პირბადის დაცვას. ასევე, მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული რეგულაციები, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არის ცვლილება, ამ ეტაპზე მოთხოვნილია სამედიცინო პირბადე.

სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოთ აბიტტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს როგორც რეგისტრაციის პროცესში, ასევე სამუშაოს შესრეულების პროცესში“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share