საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ენმ-ში ახალი თაობის მიდგომებს “გასაქანს არასოდეს აძლევდა”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ივანიშვილის საქართველოში ფულის შოვნის ყველაზე მარტივი მეთოდი მისი ლანძღვაა.
“რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში…
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.
იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ თემაზე პოსტი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.