ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდიდან ის აღსაზრდელები გაათავისუფლა, ვის მიმართაც ბავშვებს პრეტენზიები ჰქონდათ. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
მისივე თქმით, წინამორბედებზე საუბარი არ სურს. მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიასთან “გულღია და გულითადი საუბარი” ჰქონდა.
“თუ ვინმეზე ერთი მაიცნც ჰქონდა, ერთ ბავშვს მაინც თუ ჰქონდა ნათქვამი რაღაც, არ ვარკვევთ მტყუან-მართალს, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან.
ვაკეთებთ ცვლილებებს, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არაა”, – თქვე მეუფე იაკობმა.
მისივე განმარტებით, პანსიონიდან უკვე გაშვებულ თანამშრომლებთან გარკევული პრეტენზიები იყო.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის 40 თანამშრომლიდან ამჟამად დაწესებულებაში მხოლოდ 19 დარჩა.