“მთავარ არხს” გეუბნებით, ყიზილბაშებივით ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყველას…”

მეუფე იაკობმა მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ის, რომ ჟურნალისტები პანსიონთან იმყოფებიან ბავშვებისთვის სტრესია, ვინაიდან მისი მტკიცებით, ჟურნალისტები ბავშვებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

“თქვენ გთხოვთ, თქვენ მოგვცეთ ჟურნალისტებმა საშუალება, იქ ალყა, რომ გაქვთ დარტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან იმ სტრესიდან და მოგვცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ. თქვენ თუ არ დასტრესავთ ადამიანებს…

მთავარ არხს გეუბნებით მაშინ, ყიზილბაშებივით ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყველას, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ, წადით წადითო, გარეთ გვინდა სეირნობა, თქვენს გამო ვერ დავდივართო, რატომ უშლით ბავშვებს, ბავშვები გეუბნებიან წადითო, გუშინ გამოვიდნენ და თქვეს წადითო…

ნუ ხართ აგრესიულები საერთოდ, მთავარი არხი”,- თქვა მეუფე იაკობმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share