ავტოსაგზაო შემთხევა ოზურგეთი-ლანჩხუთის ცემენტოვანი გზის სოფელ ბაილეთში მოხდა და მძიმე გაბარიტის თვითმცლელს, რომელიც მდინარე სუფსიდან ავტობანის მშენებლობაზე ინერტულ მასალებს ეზიდებოდა, ასევე თვითმცლელი დაეჯახა.
შეჯახება იმდენად მძიმე იყო, რომ ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლს ორთავე ფეხი აქვს მოტეხილი და მას სამედიცინო დახმარება ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში უტარდება.
მძღოლი ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელი 40 წლამდე მამაკაცია.