80 წლის შემდეგ – როგორი იქნება ჩვენი პლანეტა საუკუნის ბოლოს

კაცობრიობის განვითარების ყველა სცენარი ცუდ დასასრულამდე არ მიდის და აქ სწორედ, პოზიტიური სცენარებიდან, ერთ–ერთს წარმოგიდგენთ:

image

გარკვეულ ვითარებაში და კაცობრიობის სწორი მოქმედების შედეგად, ეკოლოგიური მდგომარეობა პლანეტაზე, XXI საუკუნის ბოლოს, საკმაოდ ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე დაახასიათა პლანეტის მომავალი ეკოლოგმა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა მარკ მასლინმა წიგნში – «How to save our planet» («როგორ გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა», 2021 წ.). მეცნიერის თეორიის მიხედვით, თუ ისე განვითარდება სიტუაცია, როგორც მის წიგნშია წარმოდგენილი, ჩვენი მომდევნო თაობები, ეკოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრერ პირობებში იცხოვრებენ:

– დღევანდელ ნიშნულთან შედარებით, გლობალური დათბობის ფონზე, ტემპერატურა მხოლოდ 1, 5 გრადუსით გაიზრდება;

– წიაღისეული საწვავის ნაცვლად, მხოლოდ განახლებადი ენერგიის (ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის) გამოყენება მოხდება;

image

– დაირგვება ტრილიონ ხეზე მეტი, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს;

– საზოგადო ტრანსპორტი მხოლოდ ელ.ენერგიაზე იმუშავებს, შესაბამისად, არანაირი გამონაბოლქვი არ იქნება;

image

– ბევრ შენობაზე მზის ენერგიის პანელები და «მწვანე სახურავები» იქნება, რაც სახურავს გახურებისგან დაიცავს. ეს კი, თავის მხრივ, ჰაერის შესაძლო ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შეამცირებს.

– დიდ ქალაქებს შორის, ჩქაროსნული ელექტრო მატარებლები იმოძრავებს. ხოლო, თვითმფრინავების გამოყენება, ძირითადად, კონტინენტებს შორის გადაადგილებისთვის მოხდება;

image

– კაცობრიობა უარს იტყვის ხორცის მოხმარებაზე, რადგან ცხოველები დიდი რაოდენობით ნახშირბადს გამოყოფენ. ცილების ნაცვლად კი, უფრო ეკოლოგიური, ალტერნატივის გამოყენება მოხდება;

– იმ ადგილებზე, სადაც საძოვრები იყო, ტყეები გაშენდება.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share