ლარი ევროსთან მიმართებით 6.7 თეთრით გამყარდა, დოლართან კი 0.7 თეთრით

17 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1587 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.7 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7686 ლარი გახდა.

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 6.29 თეთრით შემცირდა და 4.4045 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 ივნისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share