მილიარდიანი ბიუჯეტი და კრიზისი განათლების სისტემაში: პიანინოზე დაკვრა დახატული კლავიშებით

დახატული კლავიშებით – “ველოდები, შემდეგი ნაბიჯი დახატული კლავიატურა იქნება” პოლიტიკა – 36 წუთის წინ 212 ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს პიანინოზე დაკვრას დახატულ კლავიშებზე ასწავლიან – ეს ხდება 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წესით, ბავშვებს ყველა საჭირო პირობა უნდა ჰქონდეთ განათლების სრულფასოვნად მიღებისა და ხელოვნების განვითარებისთვის. ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტ-მომხმარებლებს ქუთაისის ცურვის გაკვეთილები გაახსენა, სადაც ბავშვებს ცურვას აუზისა და წყლის გარეშე, თეორიულად ასწავლიდნენ. განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრობლემას ხელისუფლების მომავალი თაობების მიმართ დამოკიდებულებაში ხედავს და აცხადებს, რომ “ოცნება” განათლებაში ფულისა და რესურსის ჩადების ნაცვლად, საკუთარი კომფორტის მოწყობაზე ზრუნავს: “ეს ფაქტი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. არც ერთ მეთოდოლოგიაში არ წერია, რომ ასეთი მეთოდით 21-ე საუკუნეში შეგიძლია ისწავლო მუსიკა და დაკვრა. მე საერთოდ ველოდები, რომ “ქართული ოცნების” ხელში განათლების სისტემის შემდეგი ნაბიჯი იქნება კომპიუტერული მოწყობილობების დადგმის ნაცვლად, ეკრანსა და კლავიატურას დაუხატავენ ბავშებს და ისე შეასწავლიან ტექნოლოგიებს. განათლების სისტემა, რომლის ბიუჯეტიც აღემატება ერთ მილიარდს, კორუფციის სრულ ჭაობშია, მისი წარმომადგენელი მაღალჩინოსნები, პანდემიის ფონზე განვითარებული პრობლემების მიუხედავად, ყიდულობენ ახალ მანქანებს, ძვირადღირებულ ავეჯს, იწერენ პრემიებს, ჩვენი განათლების სისტემა კი ჩამოდის უფრო და უფრო ქვემოთ. თუ 2012 წელს საქართველო განათლების განვითარების ტემპის დონით სამეულში შევდიოდით, ახლა ვართ განათლების სისტემის რეიტინგული სიის ბოლოში, რაც უზარმაზარი დარტყმა არის ჩვენი შვილების მომავლისთვის. ქართული ოცნება დაკავებულია ვალების აღებით, რომლებიც ჩვენი შვილების გადასახდელია და ამავდროულად ყველაფერს აკეთებს, რომ მათ მომავალი არ ჰქონდეთ. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის სიმბოლო “ქართული ოცნების”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share