,,ქართულმა ოცნებამ” პირველი იერიში ხაშურის მერზე მიიტანა. ხაშურელი სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის განცხადებით, გიორგი გურასპაშვილი ,,ქართული ოცნების” შტაბში სცემეს და მოსთხოვეს თანამდებობიდან წავიდეს.
მისივე თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა დუგლაძემ მიაყენა და მოსთხოვა რომ თანამდებობიდან წავიდეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ დუგლაძემ 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მეორე ტურში მოუწევს. ფაქტს ხაშურის მერი არ ადასტურებს თუმცა ის სამსახურში და “ქართული ოცნების” ოფისში არ უნახავთ.
რეგიონებში, სადაც მმართველმა პარტიამ ტოტალური მოსყიდვის და დაშინების მიუხედავად არჩევნები პირველივე ტურში მაინც ვერ მოიგო, ადგილობრივი თვიმმართველობის მაღალჩინოსნებს ფიზიკურად უსწორდებიან და ზოგიერთ შემთხვევაში თანამდებობებიდან უშვებენ.