ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა არ შეასუსტონ.
”ის ფაქტი, რომ „დელტა“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება ნიშნავს, რომ ვირუსს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დიდ, მასობრივ ღონისძიებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ მას პირბადეების გარეშე მყოფი ადამიანები ესწრებიან.
ტყიდან ჯერ კიდევ არ გავსულვართ. მესმის, რომ არავის სურს კიდევ ერთი ზაფხულის დათმობა, მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი ჩაკეტილი ზამთრით გადახდამ არ უნდა მოგვიწიოს” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.