ოზურგეთში საბავშვო ბაღებში დღეიდან არდადეგები იწყება, რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციას მშობლებს ამის შესაძლებლობა ორშაბათიდან ეძლევათ.
როგორც ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ხელმძღვანელმა,მაკა ჭყონიამ “გურიის მოამბე”-ს განუცხადა, ონლაინ რეგისტრაციები ვერ ხერხდება, აქედან გამომდინარე მშობლები ადგილზე მოახდენენ ბავშვების რეგისტრაციას.
მისი ინფორმაციით ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქგვერდებზე აქვთ გამოქვეყნებული.
ამ ეტაპისთვის რა თქმა უნდა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ოზურგეთის საბავშვი ბაღებში ახალი სასწავლო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.