ინტერნეტგამოცემა „ჩვენ ვარსებობთ ხმა აფხაზეთიდან”, – სოხუმში ახალი რაიონის დასახლებაში “გვამოგზაურებს“.
ე.წ.ახალი რაიონი სოხუმიდან მოშორებით მაშინდელ ეშბას ქუჩაზე 80-იან-90-იან წლებში დაარსდა.
აქ მაშინ ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდა დაოჯახებული წყვილები ცხოვრობდნენ.
„ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია… პირველად რომ მოვხვდი ახალი რაიონის დასახლებაში, თავი ჩერნობილში მეგონა.ყველაფერი განადგურებილია… სიცოცხლეს ვერ იგრძნობ მანამ, სანამ ბავშვები არ ახმაურდებიან.
ამ ნატყვიარ კორპუსებში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები… ნატყვიარი ფანჯრების გვერდით, მეტალოპლასმასის ფანჯრები…
ესე ცხოვრობენ, უყურებენ გადამწვარ შენობებს და თან იმაზე ნერვიულობენ, კორპუსი არ ჩამიონგრეს.
რთული დღე იყო, თითქოს ისევ ომში ვიყავი…”,- წერს ფოტოების უცნობი ავტორი.
სოხუმის ახალი რაიონი ქალაქის გარეუბანში მდინარე გუმისთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.
პრაიმტაიმი