გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა – ირაკლი კობახიძე

„საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ, პრაქტიკულად ნულით” – განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გამორიცხულია, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ორნიშნა პროცენტი აიღოს.

„თქვენ სვამთ კითხვას, რა უნდოდა მაშინ გახარიას? მოდით შევატრიალოთ ეს კითხვა – დღეს რა უნდა გახარიას? რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს? ორნიშნა გამორიცხულია. მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ვთქვათ, 7%, რაც ჭერის ჭერიც არ არის. მე მგონი, საბოლოო ჯამში მისი პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა. ანუ, პრაქტიკულად ნულით. მაქსიმუმ 7%-თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, ამ შემთხევაში თბილისში გაყავს 2-3 კაცი საკრებულოში, რამდენიმე

მუნიციპალიტეტში გაყავს 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი კაცი გაიყვანოს. როდესაც საუბარია 43%-ზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? გავყვეთ ლოგიკას? საინტერესოა, რა ხდება მერე? ხომ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ვინ ბრუნდება ხელისუფლებაში?” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share