ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

 

image
ალამუთის ციხის ნანგრევებით, რომელიც თანამედროვე ირანის ყაზვინის პროვინციაში მდებარეობს, დიდი ხანია დაინტერესებული არიან არქეოლოგები, მაგრამ როგორც მკვლევარები თვლიდნენ, იქ უკვე აღარაფერი იყო საინტერესო. თუმცა გამომცემლობა TehranTimes (2018 წელს) იტყობინება, რომ ირანელმა არქეოლოგებმა საოცარი რამ აღმოაჩინეს-წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც სულ ცოტა ათი საუკუნისაა.

მთის ციხე-სიმაგრე ალამუთი აშენებულია მე-9 საუკუნეში. იგი ნებისმიერი არმიისთვის აუღებელ ციხედ ითვლებოდა. მან სელჩუკებისა და ხვარაზმელთა მრავალი თავდასხმა გადაიტანა, საბოლოოდ მონღოლებმა გაანადგურეს.

 

image
imageალამუთის ციხის ნანგრევები
imageალამუთის ციხის ნანგრევები

ასწლეულების მანძილზე ის ადრიანი ისმაილიტების-ასასინების თავშესაფარი იყო. მეომარი ასასინები უკიდურესი ფანატიზმით გამოირჩეოდნენ, ჰაშიშის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ისინი პოლიტიკურ მკვლელობებს ახორციელებდნენ. ასასინები ცნობილი იყვნენ, როგორც ჯვაროსნების შეურიგებელი მტრები.

 

imageასასინი

როგორც ავღნიშნეთ, სპეციალისტებმა თავისდა გასაოცრად, ოდესღაც ძლიერი ასასინების ციხის ნანგრევებში, წყალმომარაგების სისტემა აღმოაჩინეს, და ეს სისტემა კაშხლისა და გვირაბებისგან შედგებოდა. მისი მეშვეობით წყალი ზემოთ აჰქონდათ მინიმუმ 200 მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი ტუმბოების გარეშე. რამდენადაც ციხე მთის წვერზე მდებარეობდა, ასეთი რთული საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ალამუთის მაცხოვრებლებს წყლით ამარაგებდა, თანამედროვე მკვლევარებს ჩიხში აქცევს: აქამდე ითვლებოდა, რომ შუასაუკუნეებში “ცივილიზებულ” ევროპაშიც კი არ იყო არაფერი მსგავსი. და გამოდის, რომ თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი იმდროინდელი ხალხი უფრო მეტად განვითარებული იყო, ვიდრე შუასაუკუნეების ევროპა. თუმცა ეს უხერხული ისტორიული სიმართლის (რომლის აღიარებაც არაფრით არ სურს თანამედროვე დასავლეთ სამყაროს) ერთადერთი მტკიცებულება არ არის…

ირანში არის უფრო უძველესი წყალმომარაგების სისტემაც (ქანატი, კიარიზი), მაგალითად, ქ. გონაბადთან. იგი 3000 წლისაა, მოქმედია და დღესაც სასმელი წყლით ამარაგებს 40 ათას მოსახლეს. შემთხვევითი არ არის, რომ 2007 წელს, ეს უნიკალური სისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

 

imageუძველესი წყალგაყვანილობა ქანატი
image1. დრომ არ დაინდო კლდის მწვერვალზე მდგარი ოდესღაც მძლავრი ციტადელი ალამუთი
image2. კომპიუტ. დიზაინერებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგინეს უძველესი ციტადელი
image3. 3D საშუალებით სპეციალისტების ჯგუფმა აღადგინა ალამუთის ციხის გარეგნული სახე

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share