ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დავით ზურაბიშვილს, მიაჩნია, რომ პროკურატურის ბრიფინგმა, რომელიც ტვ პირველის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების ავთენტურობაზე ჩატარებულ გამოძიებას შეეხებოდა, იდიოტობის ყველა რეკორდი მოხსნა.
მე მგონი, საქართველოს პროკურატურამ ბერას და ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერზე ბრიფინგით იდიოტობის არა მარტო წარსულის ყველა რეკორდი მოხსნა, არამედ სპეციალურად რომ დასხდნენ, ოცდამეორე საუკუნემდე ვერ მოიფიქრებენ რამე მახლოებითაც იდიოტურს.
რა მილი? რა სტები? რა ტუნი?
სამარცხვინო ამბავი გვჭირს! – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტვ პირველის ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, არაავთენტური და დამონტაჟებულია.