რაზეა დამოკიდებული თხილის ფასი, როგორია მოლოდინი და როდის განისაზღვრება, რა ეღირება ბაზარზე ქართული თხილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ ისაუბრა.
,,ჩვენ, გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო ხობის რაიონში, ხოლო კახეთში შემნახველი საწარმო. ამრიგად, ჩვენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც ვყიდულობთ თხილს მოსახლეობისგან.
რაც შეეხება ფასს, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მეტწილად თურქეთში მოსავლიანობაზე, მთელს მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ საშუალო ფასი იქნება გასული წლის ანალოგიური, თუმცა ფასის დადგენაზე საუბარი მაინც ნაადრევია ივლისამდე“, – აცხადებს ბაია სალუქვაძე.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 103%-ით 29,7 მლნ დოლარით გაიზარდა.
https://www.bpn.ge/