ამ წუთებში, ,,ქართული ოცნების“ ლიდერები „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც გუშინ, ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და „საქმის კურსში ჩააყენებენ“.
მედიასთან კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ამის პარალელურად კი, შენობის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, აქციით სურთ ხმა მიაწვდინონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელებს.