სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს.

პრეზიდენტი ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 16 ივნისს ჩავიდა. რომის პაპთან შეხვედრის გარდა დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის ვიზიტებიც.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა რომის პაპის ვიკართან კარდინალ ანჯელო დე დონატისთან ქართული სამრევლოსთვის ტაძრის გადაცემის საკითხი განიხილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share