ბათუმის ბულვარის დანაგვიანება, შესაძლოა 80 ლარით დაჯარიმდეს, – ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
ცნობილი ხდება, რომ 80 ლარით დაჯარიმდება ის პირი, ვინც ტერიტორიას 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით დააბინძურებს.
ველობილიკის მიღმა მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი მათ 50 ლარის ჯარიმა დაეკისრებათ. ველობილიკზე აკრძალულია ქვეითთა მოძრაობა.
ასევე, ბულვარის ტერიტორიაზე ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
“გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილოთ აღნიშნულ რეგულაციებს” – წერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.