საქართველოში, გაჭირვების გამო, ყოველი მეოთხე ადამიანი მინიმალურ დახმარებას ითხოვს

სიღარიბე სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს. “ქართული ოცნების” მთავრობა მხოლოდ 500 ათას ადამიანს აკმაყოფილებს თვეში 60 ლარით, დანარჩენები კი სრული შიმშილისთვის არიან განწირული.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებშიც პატარა ბავშვები ცხოვრობენ იძულებული ხდებიან შვილები სხვა ოჯახებს, უკეთეს შემთხვევაში ნათესავებს მიანდონ, რაც მოზარდებისთვის  ფსიქოლოგიურ სტრესსაც ნიშნავს.

როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას გაურკვეველია – “ქართული ოცნების” პოლიტიკას საუკეთესოდ აღწერს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარების მიმღებთა რიცხვი 20 ათასით გაიზარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: