ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება და შემდეგ მისი პოლიტიკაში მოსვლა ერთადერთი, ვისაც აწყობს, “ნაციონალური მოძრაობაა”.
ვხვდებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ “ქართული ოცნება” დაუახლოვოს ან ჩამოაცილონ 43%-ს. ვის აწყობს ეს, თუ ეს ასე მოხდება? ვიცით, რომ გიორგი გახარიას ქმედება, ერთადერთი, ვისაც იმ მომენტში აწყობდა, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პოლიტიკაში ყოფნა ერთადერთი, ვისაც აწყობს, არის “ნაციონალური მოძრაობა,”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერთან”.