“საქართველო ახლა რევანშშია, “ოცნების” რევანშში. ამის შედეგია ივანიშვილმა მიწას რომ გაართხა საქართველო. ამაზე უფრო ცუდი დროება ჩემს ქვეყანას არ ჰქონია. მე რაც შევედი პარლამენტში, ბევრად უფრო ცუდ ხასიათზე ვარ. ძალიან მძიმე ვითარებაა. ახლა ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს მხოლოდ გაერთიანებაზე. ეს ხალხის მოთხოვნაცაა და დაკვეთაც. დავინახეთ ჩვენ ეს. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს რომ როგორც 27 5-იან პარტიას სჭირდება სამ პროცენტიანი პარტია, ისევე სჭირდებათ დიდ პარტიევსაც სხვები და მე ახლა რასაც ვისმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს ეუბნებიან-შენ გაიწიე და და შენი 900 ათასიანი პარტია გვათხოვე. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ამ სისულელეს დავანებოთ თავი თუ საქართველო მართლა გაწუხებთ მიწაზე გართხმული, მშიერი ხალხი. ამიტომ მგონია, რომ უნდა გაკეთდეს დიდი გაერთიანება, რითიც შეიძლება პუტინის მტერს მოერიო და ქულების ჩაწერაზე და აშლაზე ნუ იმუშავებენ ახლა”-განაცხადა პარტია “კანონი და სამართალი”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ტვ ‘მთავარის” ეთერში.