“საქართველოსა და უკრაინის ინიციატივით უნდა შეიქმნას ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარების ერთგვარი ლობისტური ჯგუფი”

„ამას ჰქონდა მხოლოდ დეკლარაციული განცხადების უკან მიდევნებული ლამპარის შინაარსი, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ და ეს შეიძლება ერთგვარი ათვლის წერტილად იქცეს ნატო-სთან დაახლოვების შემდგომი სტრატეგიის გზაზე. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ამ სამიტმა ძალიან კარგად აჩვენა ისევე, როგორც ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის არარსებობამ, რომ დეკლარაციების ფაზიდან უნდა გადავიდეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმის ფაზაზე. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის გაერთიანება. ერთობლივი საპარლამენტო მუშაობის კოორდინირება. მეტსაც გეტყვით, სწორედ ამ ორი ქვეყნის ინიციატივით უნდა შეიქმნას ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარების ერთგვარი ლობისტური ჯგუფი, ამგვარი დეპუტატები და კონგრესმენები არცთუ ცოტანი არიან. ჩვენ ამის მოწმე გავხდით ამერიკელი კონკრესმენების ძალიან ღია მოწოდებით, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევდიანდეს. ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს სწორედ საქართველოს და უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მომხრე კონგრესმენების, თუ ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების პარლამენტარებისგან ერთგვარი ლობისტური ჯგუფის შექმნა, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს მათი ქვეყნების მთავრობებთან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით. ვფიქრობ, ეს არის პირველი რიგის და სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯი“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share