როგორ დაიღუპა ნატო ვაჩნაძე-ეს იყო საქართველოში აქამდე მომხდარი ყველაზე მსხვილი ავიაკატასტროფა

image

14 ივნისს დაიბადა ნატო ვაჩნაძე და 14 ივნისავე დაიღუპა ტრაგიკულად ავიაკატასტროფაში ზუგდიდის სიახლოვეს, 49 წლის ასაკში, ტრაგედიის დეტალებს, რომელიც 68 წლის წინ მოხდა ქვემოთ გაეცნობით.

თვითმფრინავი ასრულებდა რეისს 229 მარშრუტზე მოსკოვი – დონის როსტოვი – თბილისი.

საჰაერო ხომალდი ილ-12 დილის 5 საათსა და 20 წუთზე საათზე აფრინდა ვნუკოვოს (მოსკოვი) აეროპორტიდან.

როსტოვის მიმართულებით ფრენამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც თვითმფრინავი თბილისისკენ გაფრინდა.

დოკუმენტების თანახმად, ბორტზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ანუ მხოლოდ 16 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით დადგინდება, რომ ბორტზე კიდევ ორი ​​უბილეთო მგზავრი იმყოფებოდა: საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის საქართველოს ტერიტორიული სამმართველოს მთავარი ინჟინრის რვა წლის ქალიშვილი, რომელიც მოსკოვში ჩასვეს, რათა “ბავშვი მატარებლით არ გაწვალებულიყო”, ხოლო მეორე როსტოვში დაჯდომის შემდეგ აიყვანეს Ли-2-ის პილოტი .

კრასნოდარიდან სოხუმამდე მარშრუტის მონაკვეთზე ჭექა-ქუხილი იყო, რის გამოც ეკიპაჟი იძულებული გახდა 10:48 წუთზე კრასნოდარში პაშკოვსკის აეროპორტში დაუგეგმავად დაშვებულიყო.

 

image

როდესაც სოხუმის მონაკვეთზე ჭექა-ქუხილი შეჩერდა, ეკიპაჟი 15:02 საათზე ამინდის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, კრასნოდარიდან თბილისში გაფრინდა. 16:02 საათზე, 2400 მეტრის ეშელონზე თვითმფრინავი შემოვიდა თბილისის დისპეტჩერიზაციის ზონაში. 16:17 საათზე 229 რეისმა გადაიფრინა ქალაქ სოხუმის აეროპორტის თავზე, რომლის შესახებაც ეკიპაჟმა აცნობა სადისპეტჩერო სამსახურს, ხოლო 16:23 საათზე მათ უკვე გადასცეს, რომ სოხუმის საჰაერო ზონა დატოვეს.

image

16:31 საათზე.თბილისის დისპეტჩერს ილ-12-ის ეკიპაჟმა აცნობა, რომ სოხუმის დატოვების შემდეგ თვითმფრინავი ღრუბლების შრეებს შორის მოძრაობს. ამის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა და ზარებს აღარ პასუხობდა.

მალევე, მთლიანად განადგურებული თვითმფრინავი აღმოაჩინეს სოფელ გრიგოლიშში (ახლანდელი ალერტკარი) ბერიას სახელობის სახელმწიფო მეურნეობის ტერიტორიაზე, ქალაქ ზუგდიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში. ბორტზე მყოფი 18 -ვე ადამიანი დაიღუპა.ექსპერტიზის დასკვნა

ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენების თანახმად, ინციდენტის არეალში, როგორც თავად ამინდის პროგნოზშიც იყო მითითებული, იყო ძლიერი წვიმა ჭექა-ქუხილით..

ეკიპაჟი არ მოელოდა ასეთ ძლიერ უამინდობას, დიდი ალბათობით თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის შემდეგაც ნაწილობრივ ეკიპაჟი დააზიანდა,  თვითმფრინავი კი უკონტროლო გახდა ან პიკირებაში შევიდა, თუმცა ვარდნის პროცესში ეკიპაჟმა გონზე მოსვლა მოახერხა და შეეცადა თავიდან აეცილებინა მიწასთან შეჯახება, რა დროსაც 300 მეტრის სიმაღლეზე შეძლეს შტურვალის კონტროლი, აიძულეს ხომალდს ცხვირი აეწია, ამ მანევრის დროს მოხდა გადატვირთვა, რომელმაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა, რის შემდეგაც თვითმფრინავს ორივე ფრთის კონსოლი მოძვრა, ფრთების მნიშვნელოვანი ნაწილების დაკარგვის შემდეგ, თვითმფრინავმა ფრენა ვეღარ გააგრძელა, ამიტომ ფუზელაჟი მომუშავე ძრავებით ვერტიკალურად დაენარცხა მიწაზე,  იგი დაიშალა და დაიწვა. ფრთების ცალკეული ნაწილები კატასტრორფის ადგილიდან 50 და 120 მეტრის დაშორებით ეყარა.

საინტერესო ფაქტები:

ეს იყო საქართველოში აქამდე მომხდარი ყველაზე მსხვილი საავიაციო კატასტროფა.

ნატო ვაჩნაძე არ უნდა ყოფილიყო იქ, რადგან როდესაც აეროპორტში მივიდა, ბილეთები გაყიდული დახვდა თუმცა ვიღაც პოლკოვნიკმა იცნო და თავისი ბილეთი დაუთმო.

დადიოდა ჭორები, რომ თითქოს ბერიას კურიერი იმყოფებოდა თვითმფრინავში საქართველოში პუტჩის მოსაწყობად, რომ ამავე რეისზე არალეგალი მილიონერი მიფრინავდა, რომლებსაც უზარმაზარი თანხა მიჰქონდა.

ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო.

კატასტროფის ღამეს მეორე პილოტის ირაკლი ხახუტიშვილის მეუღლეს ძალიან ცუდი სიზმარი უნახავს და როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, სახლში კედლის საათი გაჩერებულა.

image

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share