დაჩაგრული ბავშვები, კონფლიქტი მშობლებს შორის და მახინჯი პრაქტიკა საჯარო საბავშვო ბაღებში. ბოლო წლებში ბაღებში დაბრუნებულმა ფულის აგროვების ტრადიციამ უკვე არაერთი ღია კონფლიქტი გამოიწვია.
ამჯერად დაპირისპირება მშობლებს შორის მოხდა, რადგანაც ერთ-ერთი მათგანი დღესასწაულისთვის მოთხოვნილ თანხას ვერ დებდა.
205-ე ბაგა-ბაღში საქმე იქამდე მივიდა, რომ სოციალურად დაუცველი აღსაზრდელის ოჯახის წევრები დანარჩენი მშობლების მხრიდან სწორედ თანხის არდადების გამო გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი.
ამ ფაქტს კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვა – ბავშვი ჯგუფური ფოტოს მიღმა აღმოჩნდა.