გია ვოლსკის თქმით, გახარია განუდგა საქმეს, რასაც ერთად ემსახურებოდნენ:
„გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს…”
დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ“
კითხვაზე, ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო.
„კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო“, – აღნიშნავს ვოლსკი.