“ადრეც ვთქვი, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ არავის უნდა იმაზე საუბარი, იყო თუ არა რეალურად საფრთხე პარლამენტის შემოჭრის და ჯაჭვური რეაქციის, რომ პარლამენტში შეჭრა შესაძლებელია და მეორდება 2003 წლის ნოემბრის სცენარი. იყო თუ არა ამის საფრთხე? – მგონია რომ იყო. რაც შეეხება ოპერაციას, პოლიციელების დაზიანებას, იქ დეპუტატებმაც ჩაისუნთქეს გაზი. სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა და პოლიციამ ეს საფრთხე აგვაცილა”. – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე.