მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი სკოლა

უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, ბევრ სკოლას დიზაინიც გამოარჩევს. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლეებს შინ წასვლის სურვილი უქრებათ. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სკოლების ხუთეული ასეთია:

სკოლა მომავალი ჟურნალისტებისთვის – კოპენჰაგენი, დანია

სკოლა, რომლის შენობაც 2007 წელს სკანდინავიის ყველაზე ლამაზ ნაგებობად აღიარეს, სპეციალურად იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებსაც მედია, კომუნიკაციები და კულტურა აინტერესებთ. შენობის დიზაინი დანიურ კომპანიას 3XN Architecs ეკუთვნის, რომელიც თავისი ფუტურისტული პროექტებით მთელს მსოფლიოშია ცნობილი. შენობაში არის ღია, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი მოედნები და ყველაფერი, რაც კომფორტულად სწავლისთვისაა საჭირო.

მარსელ სემბატის სკოლა – სუსტი ჯანმრთელობის მქონე მოსწავლეებისთვის – საფრანგეთი

სუფთა ჰაერი, მსუბუქი კლიმატი – აქ ყველა მოსწავლეს გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თავისთავად უმუშავდება. სკოლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, ის მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, სახურავზე კი უწყვეტი გაზონია.

მწვანე სკოლა – ბალი ინდონეზია

ამ “ბამბუკის სახლში” გარე კედლები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო სტუდენტები ყოველთვის ბუნების შუაგულში არიან. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მუსიკას, შემოქმედებითობას და გარემოსთან ურთიერთობას. შენობის მსგავსად სკოლის ავეჯიც ძირითადად ბამბუკისგანაა დამზადებული. სკოლაში არის მინი ზოოპარკი, სადაც ცხოველებზე მოსწავლეები ზრუნავენ.

სკოლა მილიონერი ბიჭებისთვის – მონტაგოლი, შვეიცარია

ელიტური სკოლა მხოლოდ ბიჭებისთვის ბრიტანული საგანმანათლებლო ჯგუფის ნაწილია, რომელიც, ასევე, ფლობს სკოლას გოგონებისთვის. სკოლის შენობა შვეიცარიის მაღალმთიანი სოფლებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტილითაა აშენებული და მილიონერის სასტუმროს ჰგავს.

სკოლა პატარა გენიოსებისთვის​ – შვედეთი, სტოკჰოლმი

სკოლის უზარმაზარი სივრცე – თითქმის 2000 კვადრატული მეტრი – ლეგოს პარკს წააგავს. ფერადი ბლოკები, უჩვეულო ფორმის ავეჯი, ზონების არასტანდარტული განლაგება, დასვენებისთვის და მრავალფუნქციური გამოყენებისთვის საჭირო საგნები – ეს ყველაფერი არა მხოლოდ შვედეთში არსებული “მომავლის სკოლების” მთელი სერიების ნიშანია, არამედ ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიმუშაონ სივრცითი აზროვნება და უფრო მეტად გახადონ სწავლის პროცესი პროდუქტიული. აქ განათლება გულისხმობს მოსწავლეების გადანაწილებას რამდენიმე ტიპის პროგრამაში, ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფორმაციული ტექნოლოგიებს.

https://www.etaloni.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: