“მონა, გამყალბებელი” – ხმაური ოზურგეთის საოლქო კომისიასთან

ამ წუთებში ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო.
ასკურავამ,  კომისიის ხელმძღვანელობა, არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ოზურგეთის კომისიის თავმჯდომარეს ბერდია ლომაძეს, ჟვანიას მონა და არჩევნების გამყალბებელი უწოდა.
კომისიამ მისი წევრის ოპოზიციიდან, მზია წერეთლის წინადადება, საეჭვო საარჩევნო უბნების სადაც საჩივრებია ხმის გადათვლის საკითხის შეტანას მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიცია აპროტესტებს, რომ კომისიამ საჩივრების მალულად განხილვა დააპირა და მათ სხდომის შესახებ შემთხვევით გაიგეს. რის გამოც საჩივრის ავტოტები სხდომაზე არ იმყოფებიან.
ამ წუთებში ოზურგეთის საოლქო კომისიამ, საიას სარჩელის საფუძველზე, ბოხვაურის საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს საყვედური გამოუცხადა, მიზეზი გადასასწორებელი ოქმია.
მელექედურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, კომისიამ გაფრთხილება მისცა, ოქმში ერთ-ერთი სუბიექტის ხმების გადასწორების გამო.
სოფელ ოზურგეთის თავმჯდომარეს შენიშვნა მდივანს კი, გაფრთხილება ოქმის გაუგებრად შევსების გამო მისცეს.
მთისპირის კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება გასწორების ოქმის არასწორად შევსების გამო მისცეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share