ფაჩუაშვილი: არ ვაპირებ მოსკოვში გასეირნებას, ვითამაშებ სპექტაკლს და ჩამოვალ

რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ნანა ფაჩუაშვილმა მოსკოვში დაგეგმილ სპექტაკლთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ აპირებს მოსკოვში გასეირნებას, მხოლოდ სპექტაკლს ითამაშებს და დაბრუნდება.

“იქ თუ ქართველმა მსახიობმა, ქართველმა რეჟისორმა თავისი კარგი სიტყვა თქვა, ეს დანაშაულია? მე ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი და უარს ვერ ვიტყვი ვერანაირად. რახან თეატრს მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა წარვადგინოთ ბეკეტი, უნდა წარვადგინოთ. მე არ ვაპირებ მოსკოვში გასეირნებას, უბრალოდ, ვითამაშებ სპქეტაკლს, ვაჩვენებთ ჩვენს ხელოვნებას და ჩამოვალთ”, – განაცხადა ნანა ფაჩუაშვილმა.

რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე ითამაშებს სპექტაკლს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: